ზურაბ აბაშიძეს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე დამატებითი განმარტების გაკეთება მოუხდა

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე დამატებით განმარტებას აკეთებს. აბაშიძის თქმით, მან კომენტარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ იგეგმება სამხედრო ბაზის განთავსება. აბაშიძე აცხადებს, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად რჩება.
„საქართველოში სამხედრო ბაზის, ნატოს შეიარაღების განთავსების გეგმა ამ ეტაპზე არ არის. საუბარია საქართველო-ნატოს ერთობლივი სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის შექმნაზე. ეს არის განსხვავებული რაღაცები. ის, რომ ნატოში გაწევრიანება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიმართულება, რა თქმა უნდა, ამის დადასტურება ყოველთვის საჭიროა და ეს განვაცხადე მე, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, მას აქვს სრული უფლება, ითანამშრომლოს ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ინტეგრაცია გაგრძელდება, თუმცა ეს არ მოხდება დღეს და ხვალ, მაგრამ შესაძლოა, ეს მოხდეს ზეგ.
შეგახსენებთ, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განცხადა, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები