როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ვარაუდით, უახლოეს დღეებში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 22 თებერვლიდან როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ნალექი შეწყდება და ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.
“21 თებერვლამდე კვლავ არამდგრადი ამინდები ნარჩუნდება. 22 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნალექები შეწყდება და გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15-16 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთში 10 გრადუსი იქნება“, – განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები