სოხუმში პატიმარი ხელყუმბარის აფეთქების წყალობით გაიქცა
სოხუმის საავადმყოფოში სისხლის სამართლის დამნაშავემ 1983 წელს დაბადებულმა სასრიყვა ბორისის ძე კვიწინიამ ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა და გაიქცა. ამ ინფორმაციას ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს. კვიწინია სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა, ეტაპირებისას კი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების წყალობით გაქცევა მოახერხა. მომხდარ ფაქტზე გულრიფშის რაიონის პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სასრიყვა კვიწინია 2009 წელს ჯგუფური ყაჩაღობისთვის გაასამართლეს. 2013 წელს გაქცევა მოახერხა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება მოახერხეს და პატიმრობა ხელმეორედ 10 წლის და 6 თვის ვადით მიესაჯა. აფხაზური შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის კვიწინიას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება.
წყარო: mvdra.org