მეტროსადგურმა „ღრმაღელემ“ დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა
დღეს საღამოს მეტროსადგურმა “ღრმაღელემ” დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა. მიზეზი მეტროსადგურის გვირაბში წყლის ჩადინება გახდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მეტროსადგურის ფუნქციონირება ხვალიდან განახლდება. დღის ბოლომდე მეტროსადგურების მონაკვეთებზე: „ღრმაღელე-დიდუბე“ და „ღრმაღელე-გურამიშვილი“ და პირიქით, მგზავრებს უფასო ავტობუსი მოემსახურებათ.