ახალციხეში ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
ქალაქ ახალციხის გვარამაძის ქუჩის მონაკვეთში მდებარე ქალაქში ჩამავალ ხევზე გადასასვლელი ავარიული ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრი ავრცელებს.
პრესცენტრის ინფორმაციით, ხიდის რეაბილიტაციისთვის საყრდენი კედლებისა და ფუნდამენტის მთლიანი დემონტაჟი მოხდა. ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის ფუნდამენტისა და ბურჯების მოწყობა მიმდინარეობს, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „არალი“ ასრულებს. სამშენებლო კომპანია სამუშაოებს 29 მაისს დაასრულებს.
მოეწყობა სახიდე გადასასვლელი 40- 52 სმ-ის სისქის ფილა, სიგრძით 6,6მ, წყლის რეგულაციისთვის კი შესასვლელი და გასასვლელი ფრთები (სათავისები), ასევე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად ქვეითად მოსიარულეთათვის ბორდიური და მოაჯირი დამონტაჟდება.