საკრებულოში N37 საჯარო სკოლის აღსაზრდელებს უმასპინძლეს

დედაქალაქის საკრებულოში N37 საჯარო სკოლის აღსაზრდელებს უმასპინძლეს. დედაქალაქის საკრებულოს ცნობით, ბავშვებისთვის ალექსანდრე გაბუნიას ფილმის “თვითმმართველობის ათი საუკუნე” ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სტუმრებს საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.
საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაგრძელდა, სადაც 37-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის ისტორიის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, გიორგი ალიბეგაშვილმა და ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს მათ მიერ გამოჩენილი ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელება უსურვეს.
საკრებულოს შენობის დათვალიერებისა და თბილისის თვითმმართველობის შესახებ საკუთარი ნაშრომების წარმოჩენის ინიციატივით, 37-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა და დირექტორმა დავით ჭეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს რამდენიმე დღის წინ მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები