ელექტრონული ვიზის www.evisa.gov.ge პორტალის პრეზენტაცია გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა ელექტრონული ვიზის www.evisa.gov.ge პორტალის პრეზენტაცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გოგა ტაბატაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, რის შემდეგაც წარუდგინეს ელექტრონული ვიზის ვებგვერდი. პრეზენტაციის შემდეგ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.
სამინისტროს ცნობით, ელექტრონული ვიზის პორტალი www.evisa.gov.ge 2015 წლის 10 თებერვლიდან ამოქმედდა. მისი მეშვეობით ქვეყანაში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ შეავსონ ონლაინ განაცხადი და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა.