ვლადისლავ სურკოვი: დე ფაქტო აფხაზეთი რუსეთთან საზღვრის გაუქმებაზე ოცნებობს
აფხაზეთი რუსეთთან საზღვრის გაუქმებაზე ოცნებობს, განცხადება ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებში, ვლადისლავ სურკოვმა დე-ფაქტო აფხაზეთის “დედაქალაქში” სტუმრობისას გააკეთა.
“თუ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებზე ვისაუბრებთ, ისინი ფსოუსთან საზღვრის გაუქმებაზე ოცნებობენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები წლების მანძილზე კიდევ უფრო გაუმჯობესდა. კოორდინირებული პოლიტიკის გატარებაა საჭირო. უნდა გაერთიანდეს თავდაცვის, უსაფრთხოების, სოციალური და ეკონომიკური სივრცე”,- განაცხადა სურკოვმა.