ე.წ. სამხრეთ ოსეთმა რუსეთთან საზღვრებთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა, სერგეი ლავროვთან ერთად, “ქვეყნებს შორის არსებული საზღვრის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არსებული” დოკუმენტი გააფორმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება ბოლოს მოუღებდა ქართული მხარის გავრცელებულ სპეკულაციებს, თითქოს რუსეთი სამხრეთ ოსეთის ანექსირებას, დაპყრობას ან კიდევ მიერთებას ცდილობდა. რაც შეეხება საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან გააფორმებს, არალეგიტიმურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები