მიხეილ სააკაშვილი: აქ ბევრად მეტია მოსაპარი, ვიდრე შევარდნაძის დროინდელ საქართველოში იყო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინაში პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.  როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, მან ამ თანამდებობაზე უარი იმის გამო თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობის დათმობა მოუწევდა.
„შარშან დეკემბერში აქ ყალიბდებოდა ახალი მთავრობა. დამირეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მითხრეს, რომ გვაქვს წინადადება პირველ ვიცე-პრემიერად დაგნიშნოთ-ო. უკრანიაში ვიცე-პრემიერი არის ძალიან მაღალი თანამდებობა. რა თქმა უნდა, პატივი იქნებოდა ბევრი ქვეყნის, მითუმეტეს ხუთმილიონიანი ქვეყნის თუნდაც ყოფილი ლიდერისთვის ათჯერ დიდ ქვეყანაში ერთ-ერთი სამთავრობო ლიდერის თანამდებობის დაკავება. ჩემი პირველი ინსტინქტი იყო დავთანხმებულიყავი ამ პოსტს, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ კონსტიტუციით მთავარი მოთხოვნა იყო, რომ  საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა მეთქვა უარი. ამიტომ ვთქვი უარი“, – აღნიშნა პოროშენკოს მრჩეველმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას  ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტიც შესტავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.
„ერთი თვის შემდეგ შემომთავაზეს უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციიდან „პარლამენტარებიდან“ და შემდეგ უკვე პრეზიდენტმა დაიწყო ამის განხილვა, რომ იქმნება ანტიკორუფციული ბიურო და არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციების მატარებელი და სრულიად დამოუკიდებელი ორგანიზაცია. უკრაინელებს აქვსთ ძალიან დიდი იმედები ამ ბიუროსთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კორუფცია აქ არის იმაზე უარესი, ვიდრე 2003 წელს იყო საქართველოში. იმაზე მეტად უარესია, იმიტომ, რომ აქ ბევრად მეტია მოსაპარი, ვიდრე ეს შევარდნაძის დროინდელ საქართველოში იყო. ბიუროს ხელმძღვანელის პოტსზე ჩემს დანიშვნაზე დაიწყო საუბარი, ამ თანამდებობაზეც გულმა გამიწია, მაგრამ ჩემი მკაცრი პირობა იყო, რომ შეეცვალათ კანონი, რათა საქართველოს მოქალაქეობა შემენარჩუნებინა“, – განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები