ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კომიისიის წევრებისგან 2015 წლის ახალგაზრდული ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სასაჩუქრე და ოლიმპიური მედლის ნიმუშებს და ოლიმპიური ჩირაღდნის საკონკურსო ნამუშევრებს გაეცნენ.