ლადო სადღობელაშვილი „რუსთავი 2″ -ს ჟვანიას სექსუალური ორიენტაციით სპეკულირებაში ადანაშაულებს

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას სექსუალური ორიენტაციით სპეკულირებაში ადანაშაულებს.
როგორც სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მას აინტერესებს, თუ „სად არიან ის უფლებათა დამცველები, რომლებიც ასე ზრუნავენ” ადამიანის უფლებებზე“.
„ძალიან მაინტერესებს ერთი ასეთი საკითხი! უკვე დაახლოებით ათი დღეა, რაც „რ2″-დან ჟონავს ინფორმაცია, რომ აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია თურმე მამათმავალი იყო და ორი აზრი არ არსებობს, რომ ყოველივე ამაზე ყურადღების გამახვილება არის თვალებზე ხელის აფარების მცდელობა და ყურადღების სხვა თემაზე გადატანა – ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ „რ2″ ჟვანიას სექსუალური ორიენტაციით სპეკულირებს! ახლა მე მებადება კითხვა – სად არიან ის უფლებათა დამცველები, რომლებიც ასე „ზრუნავენ” ადამიანის უფლებებზე?! ახლა არ ილახება ჟვანიას ოჯახის უფლება??? რატომ არ უწოდებთ „რ2″-ს ჰომოფობს და რატომ არ საუბრობთ სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფაზე?!”- წერს სადღობელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები