გიგა ბოკერია აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების განახლებას უარყოფითად აფასებს
აბაშიძე-კარასინის დიალოგი ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა – ასე აფასებს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების განახლებას.
გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნისათვის ცუდი შედეგის მომტანია.
“ეს დიალოგი ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა. ამით იქმნება იმის შთაბეჭდილება, რომ რაღაც პროგრესს აქვს ადგილი. სინამდვილეში რუსეთი განაგრძობს ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ნაბიჯ-ნაბიჯ და ეს ყველაფერი ლამაზი საფარის ქვეშ კეთდება”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი განახლებულია. ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა თვის ბოლოს პრაღაში გაიმართება.
ამის შესახებ მხარეები გუშინ საღამოს სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.