გუბაზ სანიკიძე შესაძლოა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდეს

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძის ვიცე სპიკერობიდან გაწვევის საკითხი უმრავლესობის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
პარლამენტში გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-სპიკერის პოსტს “ეროვნული ფორუმი” ითხოვს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე დაისვა საკითხი სპიკერატში ადგილის “ეროვნული ფორუმისათვის” შეთავაზების შესახებ. გამორიცხული არ არის, პარლამენტის ვიცე სპიკერი გუბაზ სანიკიძე გახდეს.
გუბაზ სანიკიძე ამჟამად პარლამენტის კავკასიის საკითხთა და დიასპორებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები