რუსუდან შარაძე: უკრაინელებს ღმერთმა შეარგოთ მკვლელების ბანდა სააკაშვილის მეთაურობით

გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე „ნაციონალური მოძრაობის” წევრების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას ეხმაურება. როგორც შარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ნორმალური საზოგადოება უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავდა. შარაძე უკრაინის ელჩის ვასილ ციბენკოსაც აკრიტიკებს.
„საქათმეა, საქათმე! ნორმალური ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველსავე შემთხვევაზე ატეხდა ამბავს, ხოლო ნორმალური საზოგადოება თვითორგანიზებას მოახდენდა და სულ მცირე, უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავდა. ყველა ერთად კი ცოტას მაინც შეახურებდნენ იმ ელჩს, ასე ბრიყვულად და აგდებით რომ საუბრობს და კაციშვილი პასუხს არ სთხოვს. ასე რომ, „რაც მოგივა დავითაო….” უკრაინელებს რაც შეეხებათ, ღმერთმა შეარგოთ მკვლელების ბანდა, სააკაშვილის მეთაურობით. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის მთავარია, ქართველმა სამართალდამცველებმა დაამტკიცონ, რომ ისინი არიან პირსისხლიანი მკვლელები და რომ სააკაშვილისა და მისი ბანდის კისერზეა უამრავი დანაშაული. ასეც იქნება! რაც საქართველოში ამათ დაატრიალეს, იმავეს გამეორებას უკრაინას არ ვუსურვებდი, მაგრამ რახან თავად ასე სურთ, მათი ნებაა. სულ არ მინდა, რომ ერთ დღეს მათაც ვუთხრა: „რაც მოგივა დავითაო…” მაგრამ …”- წერს რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში.
უკრაინის ელჩის ვასილ ციბენკოს განცხადებით, „უკრაინის სუვერენული უფლებაა მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები