გიორგი მარგველაშვილი ვიქტორია ნულანდს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდა.
როგორც პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, განვიხილეს თანამშრომლობა, რომელიც ქართულ და ამერიკულ მხარეს შორის ვითარდება და დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.
“ჩვენ განვიხილეთ ის ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც ვითარდება ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის და დიდი იმედით დავსახეთ მომავალი თანამშრომლობის გეგმები. ქალბატონი ნულანდი დაინტერესდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივით და განვითარების სწრაფი ტემპით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.