ვიქტორია ნულანდი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ხვდება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებენ.
„ყველა იმ საკითხზე იქნება საუბარი, რომელზეც საჯაროდ ვმსჯელობთ. მათ შორის იქნება პოლიტიკური დევნის საკითხი, ასევე შერჩევითი სამართალი”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
გიგა ბოკერიას თქმით, ვიქტორია ნულანდი გამოცდილი დიპლომატია და მასთან ყველა იმ საკითხზე იქნება საუბარი, რომელიც საქართველოს და რეგიონის წინაშე დგას.
„გვექნება საუბარი თემებზე, დაწყებული უსაფრთხოების საკითხებიდან, გაგრძელებული ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით, რომელიც ასევე უსაფრთხოებას უკავშირდება”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები