ავღანეთში ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – 8 რიგითი მოქალაქე

ავღანეთში, პოლიციელების ფორმაში გადაცმულმა ორმა „კამიკაძე“ ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტი პოლიციის შენობასთან ახლოს მოხდა. შემთხვევის შედეგად 20 პოლიციელი დაიღუპა, 8 მშვიდობიანი მოქალაქე კი მძიმედ დაიჭრა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერქატში ოთხი „კამიკაძე“ მონაწილეობდა. ერთმა მათგამა პოლიციასთან მდებარე ავტოსადგურთან აიფეთქა თავი, მეორემ – პოლიციის შესასვლელთან, დანარჩენმა ორმა კი იმ სასადილოში, სადაც ავღანელი სამართალდამცავები სადილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები