“ავიამზიდზე უფრო საშიშია ის იარაღი, რომელსაც მისი ზღვის ფსკერზე ჩაძირვა შეუძლია” – ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ის სამხედრო მუქარებს უპასუხა და განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა არმიამაც კი შეიძლება ზოგჯერ ისეთი დარტყმა მიიღოს, რომ ვეღარ წამოდგეს.

როგორც მედია აღნიშნავს, ხამენეის განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც ამერიკის ოფიციალური პირების მხრიდან ირანის მისამართით გამკაცრებული რიტორიკა ისმის.

ირანის ლიდერის თქმით, სამხედრო ძალაზე დაყრდნობით ზეწოლის მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს და თეირანი ნებისმიერი საფრთხის საპასუხოდ მზად არის.

“ისინი გამუდმებით ამბობენ, რომ ირანისკენ ავიამზიდი გაგზავნეს. ძალიან კარგი, ავიამზიდი საშიში მოწყობილობაა, მაგრამ ავიამზიდზე უფრო საშიშია ის იარაღი, რომელსაც მისი ზღვის ფსკერზე ჩაძირვა შეუძლია,” – ამბობს ხამენეი.

მისი განცხადებით, ირანი არ დაემორჩილება გარე ზეწოლას და ქვეყნის უსაფრთხოება პრიორიტეტად რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები