“ოპოზიცია ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც “ქართული ოცნება” ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს დაგვიანებულია, რადგან მშვიდობა უკვე შენარჩუნებულია.
“დააგვიანეს.
მშვიდობა შევინარჩუნეთ.
ახლა ვლაპარაკობთ ეროვნულ
ინტერესზე. ოპოზიცია კი ისევ ბრიუსელის წინაშე ცალ ფეხზე დგომისკენ მოგვიწოდებს.
გამოიცანით, რა მოხდება 4 წლის თავზე”, – წერს პაპუაშვილი.