ნუგზარ წიკლაური: გვენეტაძის წარდგენით მარგველაშვილმა ყველა კრიტერიუმი დაარღვია

„გვენეტაძის წარდგენით მარგველაშვილმა ყველა კრიტერიუმი დაარღვია“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენას.
დეპუტატი ნინო გვენეტაძეს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროინდელ კორუმპირებული სასამართლოს ნაწილად მიიჩნევს.
„გვენეტაძის წარდგენით მარგველაშვილმა ყველა კრიტერიუმი დაარღვია.
პოლიტიკური აფილაციის, რადგან გვენეტაძე „რესპუბლიკური“ პარტიის წევრია; პრინციპულობის, რადგან ის შევარდნაძის კორუმპირებული სასამართლოს ნაწილია და კომპეტენციის. ამაზე ცუდ არჩევანს ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე“. – წერს ნუგზარ წიკლაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, 28 კანდიდატიდან ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები