ზურა დოიჯაშვილს გულის ოპერაცია ჩაუტარდა

მომღერალ ზურა დოიჯაშვილს გულის ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც „კვირას“ მომღერლის მეუღლემ ქეთი ვადაჭკორიამ განუცხადა, დოიჯაშვილმა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გულზე შუნტირება რამდენიმე დღის წინ ჩაიტარა.
მისივე თქმით, მომღერალი ახლა თავს კარგად გრძნობს. იგი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოწერენ მომღერალს სახლში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები