„სკოლებში გავრცელებულია ჩუტყვავილა“- დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი სკოლის მოსწავლეებს რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სკოლებში ჩუტყვავილას შემთხვევების მატებაზე ისაუბრა.
ინფექციისგან თავის დაცვის მიზნით მან საზოგადოებას გარკვეული რეკომენდაციები მისცა.
„სკოლებში გავრცელებულია ჩუტყვავილა. ჩუტყვავილა ვაქცინით არ იმართება, მას ახასიათებს ტიპური ციკლური მიმდინარეობა ,რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ ორ- სამ წელიწადში ერთხელ ამ დაავადებით ავადობა ბუნებრივად მატულობს და მოიავადებენ ხოლმე ის ადამიანები, რომელთაც ეს აქამდე არ გადაუტანიათ. ის უმეტესად ბავშვებში ვრცელდება. კარგი იქნება, თუ მისგან დასაცავად, სველი წესით დავალაგებთ საკლასო ოთახებს და ყოველ დასვენებაზე გავანიავებთ, ბავშვები კი ხელებს ხშირად დაიბანენ“,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები