პარიზში აბორტების წინააღმდეგ აქცია გაიმართა
პარიზში, აბორტების წინააღმდეგ გამართულ აქციაში 16 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტებმა ქვეყანაში აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით ესპანეთის მსგავსი კანონპროექტის მიღება მოითხოვეს. ესპანური კანონპროექტის თანახმად, აბორტი დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ ქალი გაუპატიურების მსხვერპლია, ან – ფსიქოლოგიური და ფიზიკური საფრთხის შემთხვევებში. აბორტების წინააღმდეგ აქცია ყოველწლიურად იმართება, ორგანიზატორების განცხადებით, წელს მათ რომის პაპმა ფრანცისკემაც გამოუცხადა მხარდაჭერა. აბორტების წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის პარალელურად, აქცია გამართეს აბორტის მხარდამჭერებმაც.