მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომაზე 63 საკითხი განიხილეს
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა.
საკრებულოს ინფორმაციით, სხდომაზე დეპუტატებმა, რომელსაც ბექა ნაცვლიშვილი თავმჯდომარეობდა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 63 საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომას დეპუტატების გარდა თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ცნობილია, თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა ყოველ სამშაბათს იმართება, სადაც დაახლოებით ასამდე მოქალაქის განცხადების განხილვა ხორციელდება და რომელსაც ის მოქალაქეებიც ესწრებიან, რომელთა განცხადებებსაც კომისია უშუალოდ მათი თანდასწრებით განიხილავს.