სოფელ დიცის მოსახლეობას გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდება

   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქარელის რაიონის სოფელ დირბში ჩავიდა. მინისტრი ექიმებთან ერთად მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებში პირადად მონაწილეობდა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უფასო სამედიცინო აქციიის ფარგლებში, სოფელ დირბის მოსახლეობას გამოკვლევები ჩაუტარდა და მათთვის საჭირო მედიკამენტები უფასოდ დაურიგდათ. სამედიცინო აქციაში მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილიც მონაწილეობდა. პროფილაქტიკურ გასინჯვებს კლინიკა “ენმედიცის” 15 სხვადასხვა პროფილის ექიმი ატარებს. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უფასო სამედიცინო აქციას სისტემატური ხასიათი აქვს და მთელს საქართველოს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები