რუსეთი აფხაზეთის ფინანსურ დახმარებას არ წყვეტს

საზღვრები რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი შეთანხმების მიხედვით უნდა გაუქმდეს, განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას გააკეთა.
შეხვედრაზე აფხაზეთისთვის რუსეთის მხრიდან გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზეც გაამახვილეს ყურადღება. სურკოვმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთისთვის განკუთვნილი დაფინანსება არ შეუმცირა. რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან გასული წლის ნოემბერში სამოკავშირეო და სტრატეგიული ურთიერთობების დოკუმენტი გააფორმა, რომელიც მხარეებს შორის სამხედრო-პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებს ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები