ლეონიდ თიბილოვი საქართველოში დაკავებული ე.წ ოსეთის მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას საქართველოში, 2005 წელს, ე.წ ოსეთის მოქალაქეების დაკავებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველმა ძალოვანმა სტრუქტურებმა ისინი უკანონოდ დააპატიმრეს. თიბილოვმა ისიც განაცხადა, რომ მათი ბრალდებები და სამუდამო პატიმრობაც ხელოვნურად იყო შეთითხნილი.
“ჩვენ არასდროს ვივიწყებთ ჩვენს ბიჭებს. მათი საკითხით შესაბამისი უწყებები არიან დაკავებულნი, მათი მშობლების თხოვნები გათვალისიწნებულია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს შესაძლებლობებში შედის”,- განაცხადა თიბილოვმა.
ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება, ისინი მზად იქნებიან, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართონ და ე.წ ოსეთის მოქალაქეები საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გაათავისუფლონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები