ლადო ბედუკაძე სპონსორს ეძებს

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შესახებ მრავალსერიანი ფილმის გადაღებას გეგმავს. როგორც ლადო ბედუკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იგი ქვეყნის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯალათურ რეჟიმზე წიგნს წერს და ფილმის გადასაღებად სპონსორს ეძებს.
„საზოგადოებამ იცის, რომ სააკაშვილის ჯალათურ პენიტენციალურ რეჟიმზე წიგნს ვწერ და, მართლაც, ვეძებ სპონსორს, რომელიც ფილმს გადაიღებს, არადა, რეჟიმის სისასტიკე მარტო ციხეებში არ გამოვლენილა. ძნელია, ერთ სერიად, თანაც ექსპრომტად აგიღწეროთ „ნაცების“ ბოროტი საქმეები. ფილმის ქრონომეტრაჟი დაახლოებით 1 საათი იქნება“, – განაცხადა ბედუკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები