“ალასანიამ, რომელიც მინიმუმ 9 ღობეზეა გადამხტარი, ივანიშვილს ასეთი რამეები არ უნდა გაუბედოს”

„ალასანიამ, რომელიც მინიმუმ 9 ღობეზეა გადამხტარი, ბიძინა ივანიშვილს ასეთი რამეები არ უნდა გაუბედოს“, – აცხადებს პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც პოეტი ინტერვიუში აღნიშნავს, ირაკლი ალასანიას მიმართ მისი უნდობლობა მაშინ დაიწყო, როცა მან თქვა – ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატია სააკაშვილის მიერ ჩაყრილ ფუნდამენტზეო!
„ამას დაემატა „რესპუბლიკელების “„მშობლიური განცდა“, რომ ისინი პარლამენტს ვერ ხედავენ „ნაციონალების“ გარეშე! არ დაგვავიწყდეს ბერძენიშვილის ჭყლოპინიც – „ნაციონალებს“ თუ დავჩაგრავთ, გადავინაცვლებთ უკანა კლასშიო! ეგ ისე ლაპარაკობს, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში რომ მოიყვანა, მეშვიდე კლასში იყო. ესენი – ყველანი, ვინც მე ჩამოვთვალე, ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსები არიან და თუ ეს ასე არ არის, მაშინ კარგად გაიხსენონ, ბატონი ალასანია რამდენ ღობეზეა გადამხტარი და სად იყო თავით შემხტარი – „რვიანში“, „ცხრიანში“ თუ „თვრამეტიანში“. დიახ, ირაკლი ალასანიამ, რომელიც სულ მცირე, ცხრა ღობეზეა გადამხტარი, ბიძინა ივანიშვილს ასეთი რამეები არ უნდა გაუბედოს! მაგის ადგილზე კაცი გამოვიდოდა და ყველა კითხვას უპასუხებდა!“ – განაცხადა ამაშუკელმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემეში „არჩევანში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელედებატებში გამოიწვია. ამასთანავე, ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილის ღირსებას შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები