ივანიშვილი ალასანია მარგველაშვილის შესაძლო ალიანსზე კომენტარს აკეთებს

 საქართველო ერთი საძმაკაცოს ქვეყანა ვერ გახდება, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბევრს საუბრობენ, რომ ალასანიამ და მარგველაშვილმა შესაძლოა, ალიანსი შექმნან.
“ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, პოლიტიკური სპექტრი უნდა გამდიდრდეს და გაძლიერდეს, თუმცა, ყველას ერთი საზომი ექნება – პოლიტიკოსის კერძო ინტერესები ქვეყნის ინტერესებს უნდა ემთხვეოდეს. როცა ამ ორ საკითხში აცდენა დაფიქსირდება, მეც და სხვებსაც შესაბამისი რეაქცია გვექნება. საქართველო ვერც ერთი პარტიის, ვერც ერთი გუნდისა და ვიწრო ჯგუფის მოსამსახურე ვერ გახდება. ეს დაავადება გადავიტანეთ. ძმაკაცობა კარგია, მაგრამ საქართველო ერთი საძმაკაცოს ქვეყანა ვერ გახდება. კი ბატონო, საქართველო იყოს მთლიანად საძმაკაცო, მაგრამ ერთ საძმაკაცოს ქვეყნის ინტერესები ვერ შეეწირება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები