წელს აივ-ინფიცირების 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2014 წელს აივ-ინფიცირების 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შიდსის ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ აივ ინფიცირების შემთხვეებმა გასულ წელთან შედარებით მოიმატა. შარშან, შესაბამის პერიოდში, 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ზრდის ტენდენციის მიუხედავად, საქართველოში შიდსის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ნაკლებია ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ანალოგიურ საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით. საქართველოში, 1989 წლიდან დღემდე, რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 4223 შემთხვევა. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. ანტი-რეტრო-ვირუსულ მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა დადებითად აისახა დაავადების დინამიკაზე: მკვეთრად გაიზარდა შიდსით დაავადებულთა გადარჩენის მაჩვენებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი.