რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლები შიმშილობას განაგრძობენ

  რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლები შიმშილობას განაგრძობენ. პროტესტის უკიდურესი ფორმა უკვე მერვე დღეა გრძელდება. მძღოლები ახალი გადამზიდავის გამოსავლენად გამოცხადებული კონკურსის გადავადებას 5 წლით ითხოვენ. მოშიმშილეებს სხვადასხვა არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის წევრებიც შეუერთდნენ. აქციას სამარშრუტო ტაქსების მძღოლები რუსთავის მერიასთან მართავენ. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, კონკურსით მძღოლების უფლებები არ ირღვევა და ის კანონის სრული დაცვით ტარდება. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ აქცია მიზანმიმართულად პოლიტიკურ ხასიათს იღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები