თბილისის რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეუწყდა
დიდუბის რაიონში წერეთლის გამზირზე #103-თან მდებარე 600 მილიმეტრიანი წყალმდენის დაზიანების გამო 12:00-დან 22:00 საათამდე წყლის მიწოდება წყალმომარაგება შეუწყდება: წერეთლის გამზირს, თევდორე მღვდლის, კედიას, დიდუბის, ყიფიანის, ბათუმის, სოხუმის, ფოთის, გორის, ზუგდიდის, ქუთაისის, ვახუშტი ბაგრატიონის, ვორონინის, სამტრედიის, წყალტუბოს, მირცხულავას, აგლაძის, ჩალაძის, რობაქიძის 7-ს, დგებუაძის, სტანისლავსკის, ხოშარაულის, გოგოლაურის, გუდაუთის, დიდუბის დასახლების, ტრანსპორტისა და კარალეთის ქუჩებს.
შემთხვევის ადგილზე კომპანიის საავარიო ბრიგადები მუშაობენ.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, წყალმომარაგება ასევე სხვა უბნებასაც შეუწყდება.
11:30 საათიდან 18:00 საათამდე მთაწმინდის მთაწმინდის რაიონში, კოტე მესხის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით წყალი არ მიეწოდება მესხის, ვეძინის, ჩაბალის, ტყისა და ზედგინიძის ქუჩებს, ალ. ჭავჭავაძს ქ #13-დან #21-მდე.
14:00 საათამდე წყალმომარაგება ასევე შეჩერებული იქნება რუსთაველის გამზირის ბესიკის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე, ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, გაბაშვილის, ახვლედიანიას, ქიაჩელის, ვაშლოვანის, ეკალაძის, მ.ჯავახიშვილის, უშანგი ჩხეიძისა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე მარჯანიშვილის ქუჩის წყვილ ნომრში.
11:30 საათიდან 18:00 საათამდე ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის მიმდინარე სამუშაოს გამო წყალმომარაგება შეუწყდება სოფელ დიღომს (ჭანტურიას, გ. გოგებაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, სვეტიცხოვლის, ფიროსმანის, 13 ასურელი მამისა და კვირაცხოვლის ქუჩებს, დიდორის, ჩარგალეთის, აფთიაქისა და კეჭიშვილის უბნებს).