პეტრე პოროშენკო – თუ არ იქნება მშვიდობა, იქნება ომი

თუ არ იქნება მშვიდობა, იქნება ომი. ეს არის რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება. განცხადება ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უკრაინაში, სასაზღვრო პოლიციისთვის ახალი ჯავშანტექნიკისა და სამხედრო შეიარაღების გადაცემის ცერემონიალზე გააკეთა.
„მე ჯერ კიდევ მინსკში გამართულ სხდომამდე, მინისტრებთან შეხვედრისას განვაცხადე, რომ იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობა არ დამყარდებოდა, მოგვიწევდა ყველაზე რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტლების მიღება-საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს კი არა მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მოხდება, არამედ მთელს ქვეყანაში”,- განაცხადა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, მინსკში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ორმხრივი ცეცხლი დღეს, 15 თებერვალს, 00:00 საათზე უნდა მოხდეს უნდა შეწყდეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საომარი მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გასული ღამის განმავლობაში დონეცკში 150-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 20- მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ომის დაწყების დღიდან კი უკრაინაში 60 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, 10 ათასამდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები