საზოგადოებრივ კოლეჯ ”სპექტრსა”და თურქეთის უმხვილეს კომპანია ”ტურან-ბორფიტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

კოლეჯ „სპექტრისა“ და კომპანია „ჯეოტურანის“ თანამშრომლობის საფუძველზე, კოლეჯს საერთაშორისო ტექნოლოგიების კომპანიების – თურქეთის უმსხვილესი ჰოლდინგის ”ტურან-ბორფიტის”, მსოფლიო ბრენდის ”როტენბერგერის” ექსკლუზიური წარმომადგენელის საქართველოში – „აზია ენერჯისა“ და კომპანია „ფერის“ ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ. სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა უმასპინძლა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მთავარი ამოცანა იყო მემორანდუმის გაფორმება და სამომავლო თანამშრომლობის კონტრაქტის ხელმოწერა ურეკში მიმდინარე მაგისტრალური წყალსადენების შედუღების პროექტების შესრულებასთან და პროექტის განხორციელებაში კოლეჯის კურსდამთავრებულთა ჩართვასთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივ კოლეჯ ‘’სპექტრსა’’ და თურქეთის უმსხვილეს ჰოლდინგს ”ტურან-ბორფიტს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკით უზრუნველყოფას, მათ გადამზადებას თანამედროვე პროგრამებით, კვალიფიკაციის ამაღლებას სტამბულში არსებულ საწარმოში და მათ სერთიფიცირებას. ეს პროცესი „ტურან-ბორფიტის“ ბაზაზე მოხდება და შედეგად, კარგი განათლებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კურსდამთავრებულები ადვილად შეძლებენ დასაქმებას. ღონისძიების ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა ’’სპექტრსა’’და კომპანია ‘’ფერი’’-ს შორისაც. ზემოაღნიშნული თანამშრომლობა კოლეჯის კომპანია „ჯეოტურანთან“ პარტნიორობის საფუძველზე განხორციელდა. კოლეჯში უკვე ხორციელდება ახალი პროექტი „ევრომასტერი“, გაიხსნა თეორიული პრაქტიკის ლაბორატორია, კოლეჯი აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები