იტალიელი დირიჟორი კლაუდიო აბადო გარდაიცვალა
80 წლის ასაკში ცნობილი იტალიელი დირიჟორი, კლაუდიო აბადო გარდაიცვალა. კალაუდიო აბადო ლა სკალას სიმფონიური ორკესტრის ყოფილი ხელმძღვანელი იყო. ცნობილმა დირიჟორმა გასულ წელს ავადმყოფობის გამო ყველა დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. შეგახსენებთ, რომ კლაუდიო აბადომ კარიერა ლა სკალაში 1960 წელს დაიწყო, სადაც სიმფონიურ ორკესტრს 1986 წლამდე ხელმძღვანელობდა. წლების განმავლობაში იგი ლონდონის სიმფონიური ორკესტრისა და ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარი დირიჟორი იყო. 1989 წელს აბადო ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის ხელმძღვანელად აირჩიეს, სადაც 2002 წლამდე მუშაობდა.