გარემოს დაცვის სამინისტროს IDFI-ს ჯილდო გადაეცა

„2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) სპეციალური ჯილდო გადაეცა. საჯარო ინფორმაციის გაცემას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში უზრუნველყოფს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ბენდელიანი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური სიგელები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარდა, გადაეცათ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს;

აჭარის ა/რ-ი განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს;

IDFI-მ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2014 წლის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია დღეს გამართა.

ასევე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ გუნდის მიერ 2014 წელს პროექტის განხორციელებისას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 308 საჯარო დაწესებულებაში სულ 5 466 განცხადება გაიგზავნა.

პროექტის მსვლელობისას წარმოებული სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა ის უწყება, რომელმაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2014 წელს ყველაზე მეტად გააუმჯობესა. აგრეთვე, სამინისტროები, რომლებმაც ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა აჩვენეს.

IDFI-ს სიგელი გადაეცა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებლის მქონე დაწესებულებებს.

IDFI დაწესებულებების გამჭვირვალობის ხარისხს პროექტის საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა – www.opendata.ge-ს ფარგლებში, 2010 წლიდან აფასებს. პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები