დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების ლიდერები სამშვიდობო გეგმის ხელმოწერაზე უარს აცხადებენ
დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერებმა იგორ პლოტნიცკმა და ალექსანდრე ზახარჩენკომ სამშვიდობო გეგმის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს. როგორც “ლენტა.რუ” იუწყება, ისინი არც უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს შეხვდნენ. ზუსტი ინფორმაცია, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო “ნორმანდიულმა ოთხეულმა” მინსკში გამართულ სამიტზე, ჯერჯერობით უცნობია.