მარტოხელა, სოციალურად დაუცველი მოხუცები სპექტაკლს დაესწრებიან

დღეს, 19 საათზე სამგორის რაიონში მცხოვრები მარტოხელა, სოციალურად დაუცველი მოხუცები რუსთაველის თეატრში სპექტაკლს „მტრის ნიღაბი“ დაესწრებიან.
სპექტაკლს სამგორის რაიონის მასშტაბით 20 მარტოხელა, სოციალურად დაუცველი მოხუცი დაესწრება. სამგორის გამგეობის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობამ მოხუცები უფასო ჩვენებაზე დაუშვა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა კი მათი ტრანსპორტირება უზრუნველყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები