დღეს პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

სპორტის სასახლეში, დღეს დიდი ქართველი საოპერო მომღერლის – პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.
საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზატორი სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასია“.
კონცერტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 15 ქართველი და უცხოელი ვარსკვლავი სტუმრობს.
საგანგებოდ იუბილისთვის სპორტის სასახლეში ვიოლინოს გასაღების ფორმის უპრეცედენტო მასშტაბის (600კვ.მ) სცენა და ორიგინალური დეკორაცია მოეწყო ეკრანებით, სპეციფიკური განათებითა და გახმოვანებით.
სპეციალურად ამ დღისთვის ერთიანდება ორი სიმფონიური ორკესტრი – ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ორკესტრი და ე.მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. გაერთიანებულ ორკესტრს ორი მაესტრო უდირიჟორებს – ჯანლუკა მარჩანო და ნიკოლოზ რაჭველი.
გარდა მომღერლებისა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე.
პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფრანგი კინომსახიობი, მსოფლიოს ვარსკვლავი ალენ დელონი ეწვია. იგი დღევანდელი კონცეტრის თანაწამყავნი იქნება.
მსოფლიო ბანს, პაატა ბურჭულაძეს დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საპატიო აკადემიკოსის წოდებაც მიენიჭება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები