ფილმის „ვირიდიანა“ ჩვენება გაიმართება
15 თებერვალს, 17:00 საათზე Movie Library – ში ლუის ბუნუელის ფილმის „ვირიდიანა“ ჩვენება გაიმართება, ფილმის ჩვენების შემდეგ კი – განხილვა კინომცოდნე ლატავრა დულარიძესთან ერთად. ფილმის ნაჩვენები იქნება ქართულ ენაზე.
„სერობა ბუნუელთან ერთად“ – ასე უწოდებენ ცნობილი ესპანელი სურიალისტი რეჟისორის გახმაურებულ სურათს „ვირიდიანა“. ფილმი, რომელმაც გასული საუკუნის 60-იან წლებში ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, აღაშფოთა რომის პაპი, ხოლო ფრანკომ ესპანეთში მისი ჩვენება აკრძალა. „ვირიდიანა“-მ 1961 წელს მიიღო კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს პალმის რტო“ (Palme d’Or).