ემზარ კვიციანი გლდანის №8 დაწესებულებაში გადაიყვანეს

  კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი გლდანის №8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე ის ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში დაჰკითხეს.
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში დღეს დაბრუნდა. ის სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ემზარ კვიციანმა თავისი ნებით საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა. მისი თქმით, ის მზად არის გამოძიების ყველა კითხვას პასუხი გასცეს. პოლკოვნიკი კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები