დავით ზურაბიშვილი: ბიძინა ივანიშვილი რომ არ დამხმარებოდა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი

თბილისის საკრებულოს წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, მას ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა. როგორც ზურაბიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აცხადებს, იგი ყოველთვის მადლიერი იქნება ბიძინა ივანიშვილის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ყველაფერში დაეთანხმება.
„ივანიშვილი არ არის მეფე ან იმპერატორი. მან შექმნა კოალიცია და მოახერხა ის, რომ სააკაშვილის რეჟიმი დავამარცხეთ. ამას არასოდეს დავივიწყებთ. მე პიროვნულადაც ძალიან დავალებული ვარ. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი იყო, რომ არ დამხმარებოდა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ამიტომ, ბუნებრივია, მის მიმართ მადლიერი ყოველთვის ვიქნები, მადლობას ყოველთვის ვეტყვი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერში დავთანხმდები. როცა მის შტაბში ვიყავი, არც მაშინ ვერიდებოდი მასთან კამათს. მით უმეტეს, რომ ის არ არის სახელმწიფო მოხელე, წასულია პოლიტიკიდან, თუმცა პოლიტიკაზე მისი გავლენა ძალიან დიდი და კვლავ რჩება პრემიერის მთავარ მრჩევლად. ახლაც მიმაჩნია, რომ მისი მხრიდან არასამთავრობოებზე საუბარი სწორი არ იყო “, – განაცხადა ზურაბიშვილმა „სარკესთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები