შს მინისტრი ემზარ კვიციანის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

 შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ემზარ კვიციანის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. “ემზარ კვიციანი რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა მიმალვაში. მის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით არის აღძრული საქმე. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ ამ გამოძიების შედგებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში დღეს დაბრუნდა. ის სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ემზარ კვიციანმა თავისი ნებით საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა. მისი თქმით, ის მზად არის გამოძიების ყველა კითხვას პასუხი გასცეს.პოლკოვნიკი კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები