რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი სლავა პალუნინის მიწვევით ლეგენდარულ თეატრ „სნოუ-შოუში“ თამაშობს

რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი სლავა პალუნინის მიწვევით ლეგენდარულ თეატრ „სნოუ-შოუში“ თამაშობს. თეატრის დასი ცოტა ხნის წინ საქართველოს ესტუმრა. სწორედ თბილისში ყოფნის დროს შესთავაზა სლავა პალუნინმა ნიჭიერ კოლეგას კიდევ ერთხელ თანამშრომლობა და წარმოდგენას გოგა ოსეფაშვილის მიერ დიდი ოსტატობით შექმნილი ახალი პერსონაჟი შეემატა. მეგობრის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებულმა მიმიმ ნიჭიერ მსახიობს პირველ სპექტაკლზე საკუთარი ხელით მოარგო გრიმი.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულ მიმის რეჟისორ გოგა ოსეფაშვილის გამორჩეული ხელწერა ყოველთვის აღაფრთოვანებდა. ისინი ოცდაათი წელია მეგობრობენ. პირველი შეთავაზება ნიჭიერმა რეჟისორმა ოსეფაშვილმა პალუნინისგან ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ მიიღო, როდესაც სლავა პალუნინმა თეატრი “ლიცედეი” ჩამოაყალიბა.
სლავა პალუნინის თეატრი “სნოუ შოუ” საკუთარი ზღაპრული წარმოდგენებით მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. ნებისმიერი ასაკისა და კატეგორიის მაყურებლისთვის განკუთვნილი სპექტაკლები, სადაც ზღაპრული სცენებია ასახული, მსოფლიოს ყველა კუთხეში სრული ანშლაგით მიმდინარეობს. „სნოუ შოუში“ ასევე ცნობილი მსახიობები და ყოფილი “ლიცედეის” არტისტები არიან მიწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები