შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინიციატივით, გრძელდება შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

10 თებერვალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ 3 დაწესებულებას – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმსა და ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავს“ ესტუმრა. მიხეილ გიორგაძე სსიპ-ების ხელმძღვანელებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიზნით, შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწავლობს და აფასებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების მდგომარეობას და საკითხის გადასაწყვეტად კონკრეტულ გეგმას ადგენს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა დაწესებულების (სსიპ) მონახულებას და მათი პრობლემების ადგილზე გაცნობას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები