პოროშენკო კრამატორსკის რაიონში ჩავიდა და დაჭრილები მოინახულა

 

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო დონეცკში მდებარე კრამატორსკის რაიონს ეწვია. მან ის ადგილი მოინახულა, სადაც სეპარატისტებმა გუშინ ჭურვები ჩამოაგდეს. პოროშენკომ დაჭრილებიც მოინახულა და მათი მდგომარეობით დიანტერესდა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არათანაბარ პირობებში წარმოებულ ბრძოლაში რუსული სეპარატისტები ლეტალურ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებენ.

“კრამატორსკში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სეპარატისტები კასეტურ ასაფეთქებენ საშუალებებს იყენებენ. იარაღი – “სმერჩი”, რომელიც მე ახლა მიჭირავს, 90 კილომეტრის რადიუსზე გამოიყენება. ის დასახლებულ პუნქტებში აკრძალულია, თუმცა სეპარატისტები მათ ხალხის წინაშე იყენებენ”,- განაცხადა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, გუშინ, კრამატორსკის რაიონში მომხდარი აფეთქებების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 64 კი მძიმედ დაშავდა. მათ შორის 29 სამხედრო და 35 მშვიდობიანი მოსახლე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები