ქართული მემარცხენეობის ქრესტომათიის პრეზენტაცია გაიმართება

ბა

14 თებერვალს, 14 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში სტუდენტური კვლევის შედეგად შედგენილი წიგნის – ქართული მემარცხენეობის ქრესტომათიის პრეზენტაცია გაიმართება.

პუბლიკაციის გამოცემა მოხერხდა არასამთავრობო ორგანიზაციის, „შენ დემოკრატიისთვის“, მონაწილეობითა და The National Endowment for Democracy-ის დაფინანსებული პროექტის მატერიალური მხარდაჭერით.

ქრესტომათიის ავტორ-შემდგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები – ირაკლი ირემაძე, სოფო შუბითიძე, ხვიჩა ყაზაიშვილი და ლევან ლორთქიფანიძე არიან.

წიგნში გაერთიანებულია გასულ საუკუნეებში ცნობილი ქართველი სოციალ-დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტების, ანარქისტების, ფემინისტებისა და რადიკალი მარქსისტების პუბლიცისტური წერილები.

ამავე გამოცემაში იბეჭდება 1919 წლის 14-16 თებერვალს გამართული საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილე მემარცხენე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები.

კრებულში ასევე ქვეყნდება მემარცხენე მოძრაობის წარმომადგენელთა ანალიტიკური სტატიები ეროვნული საკითხის შესახებ.

წიგნის ტირაჟის ნაწილი გავრცელდება ღონისძიების მონაწილეთა შორის.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები