11 თებერვალი
10:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იური ვაზაგაშვილის აფეთქებისთვის ბრალდებულ გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე პრესკონფერენციას გამართავს და ბრალდებულთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას გააჟღერებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონკატქო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
10:45
“თბილისი მარიოტში” პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, ეროვნული პლატფორმის მე-6 საერთო კრების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.
11:00
საინფრომაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ჯაშუშად შერაცხული ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თავდაცვის სამინისტროდან გადამდგარი მაღანჩინოსნის -დავით ზუმბაძის საქმე, რომელიც წლების წინ „ჯაშუშების საქმის“ გამომძიებელი იყო. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონკატქო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: თავისუფლების #2.
11:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურის ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს იწყებს.
E1
11:00
სასტუმრო “ამბასადორში” “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, საქართველოს მასშტაბით “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ქალთა ორგანიზაციის წევრებს შეხვდება. საკონტაქტო ნომერი: 577 20 90 00
11:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი, უფლებადამცველი ლექსო კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: რა პროვოკაცია მზადდება გლდანის ციხეში?
11:00
თბილისის №198-ე საჯარო სკოლაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. მისამართი: შარტავს ქ. №20 საკონტაქტო პირი: თეონა ყაჭეიშვილი 577 47 34 40
11:00
“ქორთიარდ მარიოტში”, USAID-ის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმომადგენლები, საუნივერსიტეტო კვლევების კომპანიის თავმჯდომარე თამარ ჩიტაშვილი და სხვა სტუმრები USAID-ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრებიან.
11:00
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
11:00
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ანგარიშებს მოისმენს. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
11:00
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის 2014 წლის მოწვევის დახურვის ცერემონია გაიმართება. თბილისი, პარლამენტის სასახლის კინოდარბაზი
11:00
“პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმრები საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები იქნებიან. თემა: საყდრისის საბადოზე არსებული ვითარება-“არტეფაქტების მიზანმიმართული განადგურება”.
11:00
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჩივრების ცხელი ხაზი ამოქმედდება. მისამართი: თამარაშვილის ქ. №15ა
E1
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უმრავლესბის პოზიცია უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატ ზაქარია ქუცნაშვილთან დაკავშირებით; დავით დუმბაძის საქმე და სხვა მიმდინარე თემები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში პეტრე მამრაძე, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს. თემა: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თავდაცვის სამინისტროს კადრები, გახმაურებული მკვლელობები, კიწმარიშვილის საქმე, მიწის შესახებ კანონი.
11:30
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ზურაბ ჯაფარიძე პრესკონფერენციას გამართავს.
12:00
“პირველ პრესკლუბში” ყოფილი პოლიტპატიმარი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თავდაცვის სამინისტროდან მაღალჩინოსნების წასვლა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, გლდანის ციხეში პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში “ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ვალერიან ზუმბაძის განცხადებები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თავდაცვის სამინისტროს კადრები.
12:00
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.
12:00
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც 2013-2015 წლების მდგომარეობას ქართულ მეცნიერებაში და სხვა აქტუალურ საკითხებს შეეხება. მისამართი: რუსთაველის გამზ. №52, III სართული, აკადემიური საბჭოს სხდომის დარბაზი
12:30
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანი მიროტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
E1
12:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “სტუდენტური გაერთიანების” წარმომადგენლები სანდრო ცაგარელი და ლევან ლორთქიფანიძე უზენაესი სასამართლოს კანდიდატურის მხარადასაჭერად პრესკონფერენციას გამართავენ.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „საზოგადოებრივი მარშალი“ ხელმძღვანელი ოთო სტეფანიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: კვლევის შედეგები – ვინ ლიდერობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის?
13:00
“პირველ პრესკლუბში” ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და კომიტეტის წევრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის კავკასიელ სტუდენტებს შეხვდებიან. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #317
14:00
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ოფისში, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მისამართი: აბულაძის ქ. №8 საკონტაქტო ნომერი: 599 56 99 91
14:00
„შევარდენის“ რაგბის სანაკრებო ბაზაზე, სპორტული მედიცინის კლინიკა გაიხსნება, რომელიც ტრავმების მკურნალობის განსხვავებული მიდგომითა და სარეაბილიტაციო მეთოდით, საქართველოში სრულიად ახალი წამოწყებაა.
14:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები.
15:00
“რედისონში” ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
17:00
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში, ლეგენდარული მთასვლელის ალექსანდრა ჯაფარიძის დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. მისამართი: რუსთაველის გამზ. №52; (მეცნიერებათა აკადემიის მეხუთე სართულის სააქტო დარბაზი)